დონეცკში ბრძოლა გრძელდება, აეროპორტის ტერმინალიდან დაჭრილების ევაკუაცია განხორციელდა

დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალიდან ყველა დაჭრილის ევაკუაცია მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე სამხედროების ნაწილობრივი როტაცია ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გასული ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების და დასახლებული პუნქტების მიმართ ცეცხლი 35-ჯერ გახსნეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის აეროპორტში უკრაინული არმია და პრორუსული სეპარატისტები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს აეროპორტს. უკრაინული ძალების წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, აეროპორტის ტერიტორია მათ მთლიანად გაასუფთავეს. ამავე დროს, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს“ მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა მათი ვერც ერთი პოზიციის დაპყრობა ვერ შეძლეს. „სახალხო რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთის, მათ შორის დონეცკის აეროპორტის მთლიანი ტერიტორია მეამბოხეების კონტროლის ქვეშ რჩება.

10934577_908396159200623_1696484632_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები