რა გახდა სტამბოლში დაპირისპირების მიზეზი?

  სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. საპროტესტო აქციის მიზეზი კი პრემიერ ერდოღანისა და მისი ვაჟის ინტერნეტით გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გახდა, რომელშიც თითქოსდა დასტურდება მათი კავშირი კორუფციულ საქმიანობასთან. დემონსტრანტები მმართველი პარტიის ოფისთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები