კულტურის მინისტრი „ოსკარზე“ წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებს და კინოხელოვანებს შეხვდება

19 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეჟისორების – ზაზა ურუშაძისა და გიორგი ოვაშვილის ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად მიღებას აწყობს. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან „ოსკარზე“ წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრები და კინოხელოვანები. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები