კიევში პშონკას თხის და ზახარჩენკოს ძაღლების გადარჩენაზე ზრუნავენ

  კიევში პშონკას თხის, ზახარჩენკოს ძაღლების და უპატრონო კატების გადარჩენაზე ზრუნავენ. კიევში ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლების შედეგად გარეთ გამოგდებული საშინაო ცხოველების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ექსპერტები ამას რევოლუციური მოვლენების განვითარებას უკავშირებენ. შეშფოთებული კიეველები სოციალურ ქსელებში ცხოველთა დამცველებს იწვევენ „სპეცოპერაციის“ დასაწყებად – სახელწოდებით: “გადაარჩინე პშონკას თხა”. აქციის მიზანია იმ ცხოველთა შეგროვება, რომლებიც უკრაინელებმა ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მიატოვეს. “ახლა მრავალი ადამიანი დევნის შიშით ტოვებს ქვეყანას, ცხოველებს კი ბედის ამარა ტოვებს“, -განაცხადა აქტივისტმა კონსტანტინ ბრაგინმა.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, როგორ ცხოვრობენ ცხოველები. ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ პშონკა აგარაკზე ასევე იყოლიებდა: ბატებს, კვატებს, ქათმებს და კურდღლებს. მას ათამდე ალაბაის ჯიშის ძაღლიც ჰყავდა. თხის რძე სპეციალური მანქანით კიევში მცხოვრები პშონკას შვილიშვილებისთვის მიჰქონდათ. მაგრამ ბოლო დღეებში ცხოველებს არავინ აჭმევდა, თხაც მოუვლელი იყო. თხის ბედით შეწუხებულმა აგარაკის მომვლელმა ივანმა “segodnya.ua”-ს განუცხადა: “ჩვენს ცხოველებს არაფერი უჭირთ, ისინი ნაჭამები და მოვლილები არიან, თხა კარგად არის, უსაყვარლესია. მას ბელკა ჰქვია”, – დაგვამშვიდა ივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები