პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ჩვილი გახდება.
როგორც “კვირას“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს, ჩვილთა საყოველთაო 38-ე ნათლობა ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
უწმინდესის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს 22 059 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები