არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული
არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნაკურთხი წყალი ასხურა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სასულიერო პირის სასახლესთან უკვე მოქალაქეები მიდიოდნენ და მას პატივს მიაგებდნენ.
ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი ილია კარტოზიას ახლობლები და ოჯახის წევრები. მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ, წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში გადაასვანებენ, ხოლო 20 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ილია კარტოზია ბორანზე ევაკუაციისას დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ნორმან ატლანტიკს“ ცეცხლი ღია ზღვაში გაუჩნდა. ბორანს, რომელიც საბერძნეთიდან იტალიის მიმართულებით მოძრაობდა, 500-მდე მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე გადაჰყავდა. ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.