არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს (ფოტოები)

ადრიატიკის ზღვაში, გემ “ნორმან ატლანტიკზე” კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. აეროპორტში სასულიერო პირები, მრევლი და ახლობლები იმყოფებოდნენ. ცხედარი თბილისში მეუფე გერასიმემ და გარდაცვლილის ძმამ ჩამოასვენეს. მამა ილიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

10927961_336768993195957_75829654_n

10934436_336768943195962_1546732577_n

10934474_336768986529291_1367253582_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები