დავით სერგეენკო შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი დამსწრეთათვის შრომის ინსპექციის შესახებ არსებული შეხედულებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება იყო.
შეხვედრაზე მონაწილეებმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასება მიმოიხილეს. ასევე, იმ საკანონმდებლო შესაძლებლობებსა და წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს,რაც ქვეყანაში ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნვეყოფს.
შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკაშვირის დელეგაციის,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატის,გაერთიანებული პროფკავშირებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები