“იდენტობის” ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე 8 წლის ციხეში გატარებას არ აპირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის ლიდერი” ირაკლი ვაჭარაძე, სახელმწიფოს და საპატრიარქოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეში 8 წლის გატარებას არ აპირებს.
“ესე იგი, თუ ეკლესია ჩემი უნივერსალური უფლებების წინააღმდეგ ასობით ათას ადამიანს გამოიყვანს და მაგინებს, მცემს, ტაბურეტს მირტყავს, საჯაროდ მემუქრება – ეს ნორმალურია. კონსტიტუციური შეთანხმება იცავს. სამაგიეროდ, თუ ფეისბუქის ჩემ კედელზე სამართლიანად და მოკრძალებულად საპატრიარქოს, ამ გავლენიან და უმდიდრეს ორგანიზაციას გავაკრიტიკებ – ამისთვის 8 წელი ციხეში უნდა ჩავჯდე. ასეთი კანონის მიღების იდეა სავარაუდოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაიბადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით სურს ქვეყანას ეს სიგიჟე მიაღებინოს. სახელმწიფოს ვურჩევ ეს კანონი ისევე ჩაკლას, როგორც სხვა ირაციონალური იდეები, რაც განვლილ წლებში გვიხილავს. ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება, შინ და გარეთ. საპატრიარქო, რომელმაც მუსლიმების სალოცავი მოახერხინა – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ფრანგული კარიკატურების მაგალითით ცდილობს. უბრალოდ არ აქვთ სერიოზული არგუმენტები და ხავსს ეჭიდებიან”,- წერს ვაჭარაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები