“პოლკოვნიკი ვიყავი და ბრეჟნევის პირადი მეგობარი” – წიკლაური სადღობელაშვილს პასუხობს

პოლკოვნიკი ვიყავი და ბრეჟნევის პირადი მეგობარი, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური „თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ წიკლაური კგბ-სთან თანამშრომლობდა.
შეგახსენებთ, რომ სადღობელაშვილი წიკლაურს ფარულ გარიგებებში ადანაშაულებდა. მან წიკლაურს სიფრთხილისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან მაინც ამხელდა.
“რა გასაოცარი დამთხვევაა ჩემო ნუგზარ, სწორედაც, რომ 20 იანვრიდან “თავისუფალი თაობა” რიგი სხვა პროგრესულად მოაზროვნე არასამთავრობოებთან ერთად, იწყებს პერმანენტულ აქციებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობას „ნაცმოძრაობის“ მოღალატური ქმედების გასაპროტესტებლად. სხვათაშორის, მინდა გითხრა, რომ აი პირადად შენ, ჩემო “ნუგო”, გმართებს სიფრთხილე ასეთი ტიპის განცხადებებს რომ აკეთებ. რაიცი რა ხდება? შემთხვევით, ზვიად გამსახურდიას დროინდელი, საბჭოთა კავშირის კგბ-სა და შენს შორის “დადებულ ხელშეკრულების” ამსახველი დოკუმენტაცია არ ამოტივტივდეს. დაიმახსოვრე, “თავისუფალი თაობა” იქნება, თქვენ, „ნაციონალებს“ ბოლოს რომ მოგიღებთ და ბოლო მუჭა მიწას რომ მოაყრის თქვენ სასაფლაოს”, – წერს სადღობელაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები