სადღობელაშვილი წიკლაურს მუჭა მიწის მიყრით ემუქრება

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის მიერ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და “კგბ” -სთან დადებულ ფარულ ხელშეკრულებაში ამხელს.
“რა გასაოცარი დამთხვევაა ჩემო ნუგზარ, სწორედაც, რომ 20 იანვრიდან “თავისუფალი თაობა” რიგი სხვა პროგრესულად მოაზროვნე არასამთავრობოებთან ერთად, იწყებს პერმანენტულ აქციებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობას „ნაცმოძრაობის“ მოღალატური ქმედების გასაპროტესტებლად. სხვათაშორის, მინდა გითხრა, რომ აი პირადად შენ, ჩემო “ნუგო”, გმართებს სიფრთხილე ასეთი ტიპის განცხადებებს რომ აკეთებ. რაიცი რა ხდება? შემთხვევით, ზვიად გამსახურდიას დროინდელი, საბჭოთა კავშირის კგბ-სა და შენს შორის “დადებულ ხელშეკრულების” ამსახველი დოკუმენტაცია არ ამოტივტივდეს. დაიმახსოვრე, “თავისუფალი თაობა” იქნება, თქვენ, ნაციონალებს ბოლოს, რომ მოგიღებთ და ბოლო მუჭა მიწას რომ მოაყრის თქვენ სასაფლაოს”, – წერს სადღობელაშვილის მის საპასუხო სტატუსში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის აღშფოთება, წიკლაურის ბრალდებას მოჰყვა, სადაც პარლამენტარი, რუსეთის ნავთობმომპოვებელი კომპანიის “როსნეფტის” ფოთში შემოსვლას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდა.
“ხელისუფლების ჭოჭმანი და უპრინციპობა ცხადყოფს, რომ „როსნეფტის“ ფოთში შემოსვლაზე თანხმობა უშუალოდ ივანიშვილის გაცემულია. თუკი, უახლოეს დღეებში, პუტინის კომპანიას ქართული კანონმდებლობის დარღვევის გამო, არ დააკისრებენ შესაბამის სასჯელს და არ შეუწყვეტენ საქმიანობის უფლებას, მომავალი კვირიდან მთავრობის მოღალატური ქმედებების გასაპროტესტებლად აქციები დაიწყება“, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსული ენერგოკომპანიის „როსნეფტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული „პროკასისგან’’, რომლის მფლობელიც დავით იაკობაშვილია, კომპანიამ აქციების 49% იყიდა და მასთან ერთად კავკასიაში ახალი ენერგოპროექტების განხორციელების დაგეგმვა დაიწყო. „პროკასი“ კი საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები