რუსთაველის თეატრში შეცდომას აღიარებენ – ვინ დაწერა “ავანტყოფობა”

  რუსთაველის თეატრში ელექტრონულ დაფაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაშვებულ შეცდომას აღიარებენ. როგორც „კვირას“ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ია შერაზადიშვილმა განუცხადა, განცხადებაში მართლაც იყო შეცდომა, რომელიც ადმინისტრატორის ბრალეულობით მოხდა.
„18 იანვრის სპექტაკლი „სოფოკლეს” “ელექტრა“ ერთ-ერთი მსახიობის ავადმყოფობის გამო გადაიდო, რაც ადმინისტრატორმა საზოგადოებას ელექტრონულ დაფაზე გამოქვეყნებული განცხადებით ამცნო. როგორც წესი, ტექსტს თეატრის ადმინისტრატორი კომპიუტერის კლავიატურაზე წერს. ალბათ, მოხდა მექანიკური შეცდომა და ადმინისტრატორმა წერის დროს ყურადღება არ მიაქცია. გეთანხმებით, სირცხვილია, მაგრამ ეს მექანიკური შეცდომაა“, – აღნიშნა ია შერაზადიშვილმა.
სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც რუსთაველის თეატრის ელექტრონულ დაფაზე აღნიშნულია, რომ სპექტაკლი მსახიობის “ავანტყოფობის” გამო მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები