“დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები ან პარლამენტში გადაყენებები არ მიგულისხმია”

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით – “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა “პირველ სტუდიაში“ განმარტება გააკეთა.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები ან პარლამენტში თანამდებობებიდან გადაყენებები არ უგულისხმია. პარლამნეტის თავმჯდომარის თქმით, მის დღევანდელი განცხადება მედიამ მრავალი ვარიაციით თარგმნა.
“ჩემი დღევანდელი კომენტარი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ არც საკადრო, არც პოლიტიკურ საკითხზე, მედიამ ათასნაირად თარგმნა. როდესაც კომენტარები და კომენტარებზე კომენტარები ვნახე, დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია სრულიად მარტივი განცხადებით. პარლამენტში ბევრი კანონპროექტი უკვე წარმოებაშია. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური მოვლენები დღის წესრიგში – ბევრი საკითხია, რომელზეც დებატები იქნება, პარლამენტში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, იქნება მთავრობის მოსვლა. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თებერვალ-მარტში ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც კანდიდატს პრეზიდენტი დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ჩნდება ორი ვაკანტური თანამდებობა, ვაკანტური ადგილები ჩნდება მარეგულირებელ კომისიაში და იქ იქნება დასანიშნი პირები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით შემოსულია განაცხადება. რაიმე სხვა ქვეტექსტი, რომ საკარო ცვლილებები მთავრობაში ცვლილებებს ან პარლამენტში გადაყენებებს შეეხება, არ მიგულისხმია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები