კახა კალაძე: ძალიან განვიცდი ასეთ წერილებს და შეტყობინებებს
ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას სამი შვილის დედის კითხვას უპასუხა, რომელიც უმუშევრობის პრობლემას ეხებოდა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დასაქმების კანონი და პროცესი ასეთი მოუქნელია.
„ძალიან განვიცდი ასეთ წერილებს და შეტყობინებებს. სამწუხაროა, რომ დასაქმების კანონი და პროცესი ასეთი მოუქნელია. ნამდვილად, ყველაფერი მისახედი და გამოსასწორებელია. მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან კარგად მესმის, რომ უმუშევარ ადამიანს, რომელიც მოუთმენლად ელის სამსახურს, რთულია, მხოლოდ ამით ვანუგეშო. ძალიან ვწუხვარ ამ ქალბატონის და თითოეული დაუსაქმებელი ადამიანის გამო, მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში სწორედ დასაქმების მიმართულებით არსებობს. მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან ბევრს მუშაობს მთავრობა, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, იქნას მოგვარებული. ძალიან ბევრი პროექტები ხორციელდება, ბევრი დახმარება ხორციელდება იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს”,-განაცხადა კალაძემ.