ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ადამიანით ვაჭრობისთვის 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ზარინა ასაროვას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზარინა ასაროვას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
ზ. ასაროვას ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.რ-ს მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანით ტრეფიკინგის განხორციელება. ასაროვამ ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ჩამოიყვანა და შეიფარა ბ.რ., რომელსაც ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ექსპლუატაციას.
2015 წლის 16 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ ზ. ასაროვა. ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები