თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო უწყების საქმიანობის ორი წლის ანგარიში წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა პროექტის „ღია მმართველობა“ ფარგლებში საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ღონისძიებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საპატიო კონსულები ესწრებოდნენ.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა ხელისუფლების მმართველობის ბოლო ორი წლის განმალობაში საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეული წარმატებები. „სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ნაყოფიერი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“-აღნიშნა მინისტრმა. მან უპრეცედენტო მიღწევებს შორის გამოყო: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა; „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მიღება ნატო-ს უელსის სამიტზე; ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებათა რიცხვის შემცირება ორი სახელმწიფოთი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მხარდამჭერის მოპოვება გაერო-ში; საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობის გაზრდა 183-მდე და დიპლომატიური გადაფარვის არეალის უპრეცედენტო გაფართოება; გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილის გაზრდა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში და სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრის ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები