დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ეწვევა

16-19 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სპენსერ ოლივერი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით დონდუას. შეხვედრაზე იგეგმება მიმდინარე საკითხებისა და საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები