პრემიერი მადლობას უხდის ევროკომისიას და ევროკავშირს საქართველოს მკაფიო მხარდამჭერად განიხილავს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის‘’ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” (DCFTA) – ის შემდეგ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მას საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო მხარდაჭერად განიხილავს.

ღარიბაშვილისა და ევროკომისარის იოჰანეს ჰანის შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის საგარეო პოლიტიკას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებით, ასევე „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ შეთანხმების ხელმოწერას და ცხინვალის რეჟიმთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმების გეგმას.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რიგაში ჩატარებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი იყო, რომელზეც საქართველო კონკრეტული შედეგების დემონსტრირებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები