ტურჩინოვი: დონბასში რუსულ–ტერორისტულ ჯარს 542 ტანკი ჰყავს

 

უკრაინის ნაციონალური უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, დონბასში რუსულ მხარეს 542 ტანკი და 4 სარაკეტო კომპლექსი “Точка-У” ( ნატოს კლასიფიკაციაში – „SS-21 Scarab A“) გააჩნიათ. ეს განცხადება ტურჩინოვმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა – გადმოგვცემს.

ტურჩინოვის თქმით დონბასში მოქმედ რუსულ– ტერორისტულ ძალებს შეიარაღებაში 542 ერთეული ტანკი, 990 საბრძოლო ჯავშან მანქანა, 694 საარტილერიო სისტემა, მათ შორის 4 ერთეული რეაქტიული სარაკეტო კომპლექსი “Точка-У” ( ნატოს კლასიფიკაციაში – „SS-21 Scarab A“) და 57 –მდე ერთეული საზენიტო–სარაკეტო კომლექსი გააჩნიათ. ტურჩინოვი აცხადებს, რომ დონბასის ოკუპირებულ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეს 36 ათასზე მეტი ადამიანისგან შემდგარი სამხედრო დაჯგუფება იმყოფება, რომელთა შორის 8 500 ადამიანი რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების მეომრები გახლავთ. უკრაინის ნაციონალური უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, უკრაინა–რუსეთის საზღვართან ასევე სრულ სამხედრო მზადყოფნაში 52 ათასი რუსი მეომარი იმყოფება. ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ მათ შეიარაღებაში 300 მეტი ტანკი, 1800 მეტი საბრძოლო ჯავშან მანქანა, 750 მეტი საარტილერიო სისტემა, 360–მდე საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი იმყოფება. წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები