ევროპარლამენტმა რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემის გაყინვა დაადასტურა

ევროპარლამენტმა გამოუშვა რეზოლუცია, სადაც, საფრანგეთის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ გაყინვის შესახებ მხარი დაუჭირა. ამ ინფორმაციას „interfax.ru“ ავრცელებს.
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირის სახელმწიფოებს რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღონ. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს მათ რუსეთის ფედერაციაში იარაღის და ორმაგი დანიშნულების მატერიალების მიწოდების შეჩერებისკენ მოუწოდეს.
2014 წლის 25 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის მიერ ყირიმის დაკავების მიზეზით რუსეთში ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ მიწოდება შეაჩერა.
ორი ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ აგების და მიწოდების კონტრაქტი, ღირებულებით 1,2 მილიარდი ევრო „როსობორონეკსპორტსა“ და ფრანგულ კომპანია „DCNS“–ს შორის 2011 წლის ივნისში გაფორმდა. პირველი ხომალდის „ვლადივოსტოკის“ მიწოდება 2014 წლის 1 ნოემბერს, ხოლო მეორე – „სევასტოპოლის“ 2015 წლის 1 ნოემბერს იყო განსაზღვრული

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები