სომხეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

სომხეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცავებმა გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი მას შემდეგ გამოიყენეს რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე – რიგითმა ვალერი პერმიაკოვმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი – მათ შორის 2 წლის გოგონაა ავტომატური იარაღიდან დაცხრილა. სწორედ ეს ფაქტი გახდა გიუმრის ბაზასთან აქციების დაწყების მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები