დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მეორე სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, კიევის რაიონში, ბოლო ორი დღის   განმავლობაში მეორე სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 16-ს აღწევს. ორი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის რაიონული ადმინისტრაციის წევრი ივან პრიხოდკო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორეა. გუშინ ვოლნოვახის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი სამგზავრო ავტობუსი ჩაცხრილეს. შემთხვევის შედეგად 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 17 კი დაიჭრა. უკრიანის ხელისუფლებამ ვოლნოვახში მომხდარი შემთხვევის გამო ქვეყნის 24 ოლქში ნაწილობრივი მობილიზება გამოაცხადა, დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ კი ავტობუსზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები