პარიზში პოლიციელს ავტომობილი დაეჯახა

პარიზის ცენტრში პოლიციელს ავტომობილი დაეჯახა. ინციდენტი პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, ეს შემთხვევით მომხდარი ინციდენტი იყო, თუ წინასწარ გამიზნული. პოლიციელს მძიმე მოტეხილობები აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ორი ადამიანი – ავტომობილის მძღოლი, რომელიც 19 წლისაა და მის გვერდით მჯდომი პირი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები