ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8 500-მდე გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8.5000-სს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 22 ათასამდე აღწევს. ვირუსი განსაკუთრებით მძვინვარებს აფრიკის ქვეყნებში: სიერა-ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაში. გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ვირუსის დასამარცხებლად ახალ, ექსპერიმენტულ ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აქტიურად არიან ჩართულნი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ 2015 წელს, აფრიკის ქვეყნებში 1000 – მდე საუკეთესო მედიკოსს გაგზავნის.