გიუმრიში ადგილობრივი მოსახლეობა ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვისთვის რუსი ჯარისკაცის გადაცემას ითხოვს
სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა, ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვისთვის, რუსი ჯარისკაცის გადაცემას ითხოვს. ის 102-ე რუსული ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია. 12 იანვრის ღამეს მან ავეტისიანების 6 – სულიანი ოჯახი ამოხოცა. მოძალადეს მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.
გიუმრის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციამ გუშინ საღამოს კულმინაციას მიაღწია.
დენონსტრანტებმა სამხედრო ბაზასთან შეკრებილი პოლიციელების ჯაჭვი გაარღვიეს და ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე მივიდნენ. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის იქ შეტაკებაც მოხდა. აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როდესაც შირაქის ოლქის პროკურორი მათთან შეხვედრას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახი 12 იანვრის ღამეს ჩაცხრილა. სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ თავდასხმის დროს ოჯახის წევრები ლოგინში იწვნენ. გარდაცვლილია ოჯახის 6 წევრი: სეროჟა ევეტისიანი, დაბ. 1961 წ. ასმიკ ავეტისიანი დაბ. 1959წ. აიდა ავეტისიანი, დაბ. 1979 წ. არმენა ავეტისიანი დაბ. 1981 წ. არაკსიუ პოღოსიანი დაბ. 1990 წ.
ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული პერმიაკოვი რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ბაიანდურთან, სომხეთ-თურქეთის საზღვართან ახლოს აღმოაჩინეს. სომხური მხარისთვის ის ჯერ არ გადაუციათ.