დონეცკის სახალხო „რესპუბლიკამ“ უკრაინელ მებრძოლებზე ძებნა გამოაცხადა
თვითგამოცხადებულმა დონეცკის რესპუბლიკამ უკრაინელ მებრძოლებზე ძებნა გამოაცხადა. როგორც მთავრობის წარმომადგენელი დენის პუშილინი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია, რაც დონეცკში, საბოტაჟის მიზნით, სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფს გზავნის.
„უკრაინის მიერ გამოგზავნილი შეიარაღებული ჯგუფები აქ ფარულად მოქმედებენ და ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის დაძაბვას. მათი უმეტესობა იდენტიფიცირებულია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, აქ კიდევ არიან „ბოევიკები“, რომლებსაც უახლოეს მომავალში ვიპოვით”, – განაცხადა პუშილინმა.
როგორც საინფორმაციო საშუალება ”რია.რუ” იუწყება, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ უკრაინელი ‘ბოევიკები” დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.