რომის პაპი შრი-ლანკაში ვიზიტით კმაყოფილია
რომის პაპი ფრანცისკე შრი-ლანკაში ვიზიტით კმაყოფილია. როგორც ის ამბობს, მთავარი მიზანი იტალიასა და შრი-ლანკას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პაპს იმედი აქვს, რომ მთავარი მესიჯი, რომელიც განსხვავებული სარწმუნოების მქონე ადამიანების დაახლოებას ისახავს მიზნად, შედეგს გამოიღებს.
ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ფრანცისკე მეორეა ვატიკანელ პაპებს შორის, რომელმაც შრი-ლანკას მონახულება გადაწყვიტა. ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტს ბუდისტები წარმოადგენენ. კათოლიკეები კი მხოლოდ მოსახლეობის 7 პროცენტია.
პაპის ვიზიტი შრი-ლანკაში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დღეს ის ფილიპინებში, ქალაქ მანილაში გაემგზავრება. აზიის ტურის ფარგლებში ეს ბოლო ქვეყანა იქნება. 19 იანვარს პაპი ფრანცისკე ვატიკანში დაბრუნდება.