რუსი ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით გიუმრის სამხედრო ბაზასთან აქცია გაიმართა (ვიდეო)
გიუმრში არსებულ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზასთან სომხეთის მოქალაქეების მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ავეტისიანების ოჯახის მკვლელის, რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის სომხეთისთვის გადაცემას და სომხეთში გასამართელებას ითხოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა „NEWS.AM” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზატორებმა შემდეგი აქციია15 იანვარს დააანონსეს.
შეგახსენებთ, რომ გიუმრის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზიდან გაქცევის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 7 წევრიანი ოჯახიდან 6 წევრი მოკლა, ხოლო გადარჩენილი 6 თვის პატარა ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.