უკრაინის იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის მთავრობიდან კიდევ სამი ქართველი დაინიშნება

უკრიანის იუსტიციის სამინისტროს უმაღლეს თანამდებობებს კიდევ სამი ქართველი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიგა.ნეტი“ ავრცელებს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურს ჯაბა ებანოიძე და გიორგი წიკლაური უხელმძღვანელებენ.
იუსტიციის უწყებაში ქართველების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ გააკეთა.
“ჯაბამ ჩვენ გუნდთან ერთად 9 თვის განმავლობაში იმუშავა, როგორც საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც უშუალოდ ამუშავებდა უკრაინის სარეგისტრაციო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო-აღმასრულებელი სამსახურის რეფორმირების კონცეფციას”, – აღნიშნა პეტრენკომ. წიკაურთან დაკავშირებით მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობისთვის ისიც ერთ-ერთი საუკეთესო კადრი იქნება.
”ის დაგვთანხმდა, მოსულიყო ჩვენთან სამუშაოდ. ჯაბასთან ერთად დანერგავენ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ შევათანხმებთ იუსტიციის სამინისტროს რეფორმირების კუთხით”, – განაცხადა პეტრენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
უკრაინის სააღსრულებო სამსახურში ასევე იმუშავებს ხატია შელია, რომელიც მინისტრის ინფორმაციით, სამსახურის მმართველ თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები