ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რელიგია კრიტიკას არ ექვემდებარება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად სარიფი თვლის, რომ ადამიანის რელიგიური მრწამსი მეტად სათუთი თემაა და ის კრიტიკას არ ექვემდებარება. მსოფლიო საზოგადოებას ის მუსულმანური მრწამსის ადამიანების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
”ვფიქრობ, რელიგია მეტად სათუთი თემაა. თუ ერთმანეთის პატივისცემას არ შევეცდებით, რთული იქნება სხვადასხვა ღირებულების ადამიანების ერთ გარემოში ცხოვრება, ხოლო თუ ჩვენ ერთმანეთის კრიტიკას კვლავ გავაგრძელებთ, და აქცენტს განსხვავებულ შეხედულებებზე გავაკეთებთ, მაშინ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება”,- განაცხადა სარიფმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 12 ჟურნალისტი იყო. ტერაქტი რედაქციის მიერ მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვას მოჰყვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ აიღო.