შსს-მ ბათუმელი რადიკალი ისლამისტის მიმართ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმელი რადიკალი ისლამისტის თამაზ ჭაღალაძის მიმართ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ გაზეთ ალიას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. გიორგობიანის ინფორმაციით, ჭაღალაძის მიერ საქართველოში მცხოვრები ქრისტიანებისა და სამღვდელოების მიმართ მუქარის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიება 330-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმისკენ მოწოდებას გულისხმობს.
„გამოძიება მაშინვე დაიწყო, რაც მუქარის შემცველი ტექსტები ინტერნეტში გაჩნდა.
საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში დიდ ძალისხმევას დებს. ჩვენი ქვეყანა გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიურ მონაწილედ რჩება, რაც შესაბამის ცხელ წერტილებში უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე საქართველოს მთავრობა ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ასევე, წამყვან სახელმწიფოებს დიდ პრობლემებს უქმნის.
ამ მიმართულებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროს ასევე სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტის შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავს 323-ე მუხლის მეორე ნაწილი დაემატა, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობას ეხება. ამასთანავე, ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად მთავრობამ ახალი კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც გაეროს უსიშროების საბჭოთა რეზოლუციის მე-6 პუნქტის იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე ნორმა გაჩნდება, რომლის საფუძველზეც ჯიჰადის მიზნით მოგზაურობის კრიმინალიზაცია განხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა განხილულ იქნა მთავრობის მიერ და ის უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები