ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს.
“ახალი კონსტიტუციით მთავრობა არ არის ვალდებული დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასასწრებად დროს გამონახავენ.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები