პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
თბისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მისივე თქმით, ძირითადი სატენდერო წინადადება უკვე მომზადებულია.
“ჩვენ უკვე მზად გვაქვს ძირითადი სატენდერო წინადადება და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ პროექტირებაზე შესაბამის ტენდერს”, – განაცხადა ნარმანიამ.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დაინტერესებულ პირებს ტენდერის შესახებ ინფორმაციის მიღება სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე შეეძლებათ.
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციაზე დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა სამი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულებს შესაბამისი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.