„კუბლაშვილის თანამდებობიდან წასვლა ძალიან დიდ იმედებს აჩენს“

პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ თანამდებობას ტოვებს კოტე კუბლაშვილი, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ახალ ხელისუფლებას გაუჩნდეს ცდუნება, ახლა მან აკონტროლოს სასამართლო სისტემა.
„ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველოში თავისუფალი სასამართლოს რეჟიმი ჩამოყალიბდეს, რომ საქართველოში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო სისტემა. ბატონი კოტე კუბლაშვილის ცვლილება და ამ თანამდებობიდან წასვლა ძალიან დიდ იმედებს ბადებს. თუმცა არსებობს საფრთხე,  ახალ ხელისუფლებას გაუჩნდეს ცდუნება, რომ ახლა მან აკონტროლოს სასამართლო სისტემა. დღეს არის ყოფილი ხელისუფლების მიერ დანიშნული, მათივე თანამოაზრე თავმჯდომარე, რომელიც ყველნაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ძალიან ბევრ საკითხში არსებულ ხელისუფლებას. ბევრი ღირსეული ადამიანია დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც შეუძლიათ, რეალურად, ობიექტურად და სამართლიანად წარმართონ სასამართლოს საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები