ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” გახსნა (ვიდეო)

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და 200 დასაქმებული – „რიქსოსის“ (Rixos Hotels) პირველი სასტუმრო საქართველოში ლიკანში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
პროექტი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით განხორციელდა.
საპარტნიორო ფონდის ახალ მენეჯმენტს პროექტი შეჩერებული დახვდა. ეს იყო შავი კარკასი, მშენებლობა თითქმის არ მიმდინარეობდა.
პროექტის დასასრულებლად საპარტნიორო ფონდის ახალმა მენეჯმენტმა ყაზახ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო მშენებლობის შეუფერხებელი პროცესი.
პრემიერის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორის – „რიქსოსის“ მენეჯერი და მისი გუნდი გაუწევს.
„ამ კომპლექსის გახსნა რეგიონში გამოაცოცხლებს ეკონომიკას. მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა, ამჟამად კი სასტუმროში 200 ადამიანი მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ამ სასტუმრო კომპლექსის ამუშავებით ლიკანი ძალიან მალე დაიბრუნებს თავის გამორჩეულ ადგილს საქართველოს კურორტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე.
პრემიერმა სასტუმრო დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.

https://www.youtube.com/watch?v=4izUdAG3k1Q

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები