დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ დაკონკრეტდება თარიღი, თუ როდის გაიმართება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. როგორც სერგეენკომ პრენსკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში, მის კოლეგასაც შეხვდება.
“რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ დაკონკრეტდება ეს თარიღი, თვის ბოლოს არის დაგეგმილი ვიზიტი, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება ამ დროისთვის გამიჭირდება. დელეგაციაში, სავარაუდოდ, მეც ვიქნები, რადგან ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის დაწყებულია. თუ ჩავალ, რა თქმა უნდა, ჩემს უკრაინელ კოლეგასაც შევხვდები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად გასულ წელს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები