თეიმურაზ მურღულიამ სტიქიის ზონაში ზვავსაშიში ტერიტორიები დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან – ჰიდროლოგებთან და მეტეოროლოგებთან ერთად, გუდაურში, სტიქიის ზონაში ზვავსაშიში ტერიტორიები ადგილზე დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდაც აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები – ჰიდროლოგებისა და მეტეოროლოგებისაგან შემდგარი ჯგუფი სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფება, რომლებიც 24 -საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე სახის შეზღუდვები საავტომობილო გზებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები