ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი მილოცვის ტექტში აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია რომ საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება მომავალში.
„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მეგორბული ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო განმტკიცდება მომავალში, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ თქვენ და ხორვატ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. საუკეთესო სურვილებით. „ – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები