შსს-ს თანამშრომლებმა მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩაიყვანეს.
სასაზღვრო პოლიციას ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან შეატყობინეს, რომ 13 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, თიაქრის შეტევის გამო, 76 წლის ქრისტო ბუქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდებოდა მოხუცის ავტოტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ვერტმფრენით თელავის სამოქალაქო აეროდრომზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები