ზურაბ აბაშიძე: მზად ვართ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის

მზად ვართ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიონალი უნდა იყოს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აპოლიტიკური პროფესიონალი უნდა იყოს. ასევე, პირველ რიგში, მოტივირებული იმისათვის,  რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის ნდობას ხელი შეუწყოს და გააღრმავოს ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის “,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს როგორც საზოგადოებას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში.
“ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დააწვება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები