მიხეილ გიორგაძე: თეატრების შიდა პროცესებში ვერ ჩავერევით

„კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თეატრების შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მიხეილ გიორგაძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის ქეთი დოლიძესა და მსახიობ გია როინიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას. მისივე თქმით, ამ საკითხზე არც მსახიობთან და არც თეატრის ხელმძღვანელთან არ უსაუბრია.
“ჩემთვის რთულია ახლა მოტივებზე ვისაუბრო. არც გია როინიშვილთან და არც ქეთი დოლიძესთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. ხელმძღვანელები იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ მხოლოდ შედეგებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, და თუ შედეგები სახარბიელო არაა, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვისაუბრებთ ხელმძღვანელებთან”, – განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მსახიობი გია როინიშვილი დასიდან გაათავისუფლა. მიზეზად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სპექტაკლებსა და დასის მუშაობაში როინიშვილის არმონაწილეობა სახელდება.
როგორც „კვირას“ გია როინიშვილმა განუცხადა, იგი რეჟისორ ქეთი დოლიძის ბრძანების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები