კახა კოჟორიძე: პრეზიდენტთან ბევრ საკითხზე საერთო ხედვები და ღირებულებები მქონდა

ბევრ საკითხზე გვქონდა საერთო ხედვები და ღირებულებები, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და პროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დღეს დანიშნულმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის აღნიშნულ პოსტზე მუშაობა ძალინ დიდი პასუხისმგებლობაა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების მიმართულებით, ეს არის ის თემები, რომლებზეც მე რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და, შესაბამისად, ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მე მომიწია პრეზიდენტთან და მის გუნდთან რამდენჯერმე შეხვედრა სხვადასხვა საკითხის გამო და მსურს, ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს ჩვენ, პრაქტიკულად, ბევრ საკითხზე გვქონდა საერთო ხედვები და ღირებულებები, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული“,-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები