“პოზიცია”: „იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „იდენტობის“ მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა.
“მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთი უზენაესია როგორც რწმენის, ისე – სიტყვის თავისუფლების უფლება. „პოზიცია“ მიიჩნევს, რომ „იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა და ისევე როგორც სიტყვის, გამოხატვის, სექსუალური და სხვა თავისუფლებები, უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით ეს შემთხვევა ეხება „იდენტობას“, რომელიც საზოგადოებრივ სფეროში სწორედ უფლებების დაცვით პოზიციონირებს.
„პოზიცია“ თვლის, რომ რადგან ილია II მართლმადიდებელი პატრიარქია და აქვს უფლება, ერთგვარი რეკომენდაციით მიმართოს საკუთარ მრევლს, თუ როგორ შეუძლიათ, ამა თუ იმ სიტუაციაში მოიქცნენ, ის სამართლიანად უტოვებს საკუთარ მრევლს უფლებას, მოიქცეს საკუთარი აზრისა და მრწამსის შესაბამისად. ამდენად, მრევლის გადასაწყვეტია, გაითვალისწინებს, თუ – არა პატრიარქის აზრს. სწორედ ამიტომ, „პოზიცია“ თვლის, რომ არცერთ მოქალაქეს, მიუხედავად საზოგადოებრივი, თუ სხვა სტატუსისა, არ აქვს უფლება, როგორც პატრიარქის, ისე – მრევლის – ღვთისა და სჯულის კანონის შესაბამისად, სრულუფლებიანი მოქალაქის უფლება შელახოს, რადგან აღნიშნული მოქალაქე პატრიარქს მიიჩნევს საკუთარ სულიერ მამად და მისი აზრის შეურაცხყოფას აღიქვამს საკუთარ პირად შეურაცხყოფად.
ამდენად, პატრიარქის, მისი აზრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება აღიქმება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფად, რომლებიც იღებენ და ითვალისწინებენ პატრიარქის აზრს. ამით ამ მოქალაქეების უფლება ირღვევა. „პოზიცია“ ემიჯნება „იდენტობისა“ და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, თუ პიროვნების მხრიდან ამგვარ განცხადებასა და ქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები