პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა – კოჟორიძე მარგველაშვილის მრჩეველი გახდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაინიშნა.
გარდა ამისა, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა. აბაშიშვილი დღემდე პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლი იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის და მისი მრჩევლების შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები