„ხელისუფლებამ რელიგიასთან დაკავშირებული პოლიტიკა უნდა დახვეწოს და უსაფრთხოების სისტემები გააძლიეროს“

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, ტერორიზმთან ბრძოლისათვის ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები მისცა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ რელიგიასთან დაკავშირებული პოლიტიკა დახვეწოს და უსაფრთხოების სისტემებზე სამუშაოდ პროფესიონალები შემოიკრიბოს.
არეშიძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ვერ არის იმ დონეზე, რომ მან ქვეყნის უსაფრთხოება განაპირობოს. ექსპერტმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რაც შეიძლება საქართველოში პოლიტიკური ისლამის გაძლიერებას უწყობდეს ხელს.
„აუცილებელია ხელისუფლებამ რელიგიასთან დაკავშირებული პოლიტიკა დახვეწოს. ხშირად აჭარელი მუსულმანები ჩივიან, რომ ხელისუფლება მათ ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს და ამიტომ ხდება პოლიტიკური ისლამის გაძლიერება. ჩივიან პანკისელი ქისტებიც. სოციალური პირობები იმდენად მძიმეა ამ რეგიონში, ახალგაზრდობა იმდენად დაუსაქმებელია, რომ ნოყიერი ნიადაგი იქმნება, პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებმა ისინი თავიანთ რიგებში რომ გააწევრიანონ. საქართველოში უკვე არის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებები. ხშირ შემთხვევაში ეს არის კონიუნქტურის გამო. ხშირ შემთხვევაში კი ამას მავანი პოლიტიკური ძალები უწყობენ ხელს. ამის თავიდან არიდება ისეთ ტოლერანტურ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, შესაძლებელია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები