„საქართველოში არსებული უცხო ქვეყნების საელჩოები შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე აღმოჩნდეს“

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბათუმელი რადიკალი მუსლიმანის თამაზ ჭაღალიძის მუქარას გამოეხმაურა. არეშიძის განცხადებით, ჭაღალაძისგან განსაკუთრებული საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ზოგადად, საფრთხე ტერორიზმის კუთხით არსებობს.
არეშიძის ვარაუდით, უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ არ არის გამორიცხული, საფრთხე საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებს დაემუქროს.
„უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საფრთხე საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებს, მათ თანამშრომლებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობებს დაემუქროს. შემდგომში, ისლამური ხალიფატის დამარცხების ან გამარჯვების შემთხვევაშიც, აუცილებლად გახდება სამიზნე ჯერ შუა აზია და შემდეგ კავკასია. ეს ხალიფატის ხელმძღვანელობის მხრიდან გაცხადებულიც იყო და მოვლენათა განვითარების ლოგიკაც ამასვე გვკარნახობს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმანმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, იგივე აჰმედ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.
ჭაღალიძე აღნიშნულ მიმართვას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ავრცელებს: „ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა „კაგებეშნიკი“, ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით, დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე, ანაფორიანო ვირთხებო, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები