სააკაშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიზიდავდა საუკეთესო ქართველ სპეციალისტებს

ქართული განათლების კერა და ევროპაში ალბათ საუკეთესო სტანდარტების უნივერსიტეტის გადაკეთება ხდება ჩვეულებრივ ჩინურ სასტუმროდ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხიელ სააკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში სასტუმრო უნდა განთავსდეს.
ექსპრეზიდენტის თქმით, ბათუმში უკვე არის ასობით სასტუმრო.
„როდესაც საუბრობდნენ, რომ ბათუმში არის ბევრი უცხოელი, იყო პროპაგანდა – რად გვინდა ამდენი სასტუმრო, ეს ხომ ქართველებისთვის არ არის. იმისათვის, რომ უცხოელებმა არ წაიღონ, მე ამაზე ნაფიქრი მაქვს. ბათუმში ჩვენ ავაშენეთ ახალი ოპერის თეატრი, კულტურის უნივერსიტეტი, ვქმნიდი მსოფლიო კლასის ორ უნივერსიტეტს. ერთი სამედიცინო უნივერსიტეტი და მეორე ქართული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების 80% ისწავლიდა უფასოდ. ეს უნივერსიტეტი მოიზიდავდა საუკეთესო ქართველ სპეციალისტებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები