მიხეილ სააკაშვილი: უნდა დავბრუნდეთ საქართველოში

უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, უნდა შექმნათ დაბრუნების პირობები, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, რა ვითარებაში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამას გააკეთებს ქართველი ხალხი. მისი თქმით, ძალიან დიდი ოპტიმიზმითაა განწყობილი.
“იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, რუსეთი ძალიან სუსტდება, ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან. ძალიან სწრაფად ვითარდება გეოპოლიტიკა, ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება. ივანიშვილისთვის მოვლენების ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა. პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი თავისი განსაზღვრებით სრულიად არ არის მორგებული ამაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები