ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა (ვიდეო)

საქართველო-ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემ დღევანდელ შეხვედრაზე.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლატვიაში, რომელიც 2015 წელს იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა სეიმის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებისა და ვიზიტების აქტიური დინამიკისთვის.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სეიმის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=afxcCoHuQ8U” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები