“ნაციონალური მოძრაობა” პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
“ნაციონალური მოძრაობა” პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი – რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. სროლის შედაგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.
“ბი-ბი-სის” ცნობით, სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.